ERASMUS+ კვირეული
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა მონაწილეობდა ვილნიუს ტექის ლიტვის საზღვაო აკადემიის მიერ ორგანიზებულ ERASMUS კვირეულში, რომელიც 2025 წლის 6-12 აპრილს გაიმართა.
ERASMUS კვირეულში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რაც მნიშვნელოვანი იყო პერსონალის და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების დაგეგმისთვის და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების მოლაპარაკებებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორ გაბედავას საშუალება ჰქონდა დასწრებოდა საზღვაო, ოფშორული ენერგეტიკისა და პორტის ლოჯისტიკის საერთაშორისო კონფერენციას. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რომლის დროსაც მან დაამყარა კონტაქტები დარგის პროფესიონალებთან და ექსპერტებთან და მიიღო ფასეული ინფორმაცია საზღვაო და ენერგეტიკის სექტორების მომავლის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ვილნიუს ტექის ლიტვის საზღვაო აკადემია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი დაწესებულებაა.
