ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ბნუ-ს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუმრობდა
2026 წლის 29 ივნისს, ბნუ-ს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სამეთ მურათოღლუ ეწვია. ვიზიტი ERASMUS+ Staff Training Mobility Programme-ის ფარგლებში შედგა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ბნუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობის შედეგები, საერთაშორისო ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, ასევე სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.
ბნუ უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებს.
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ უნივერსიტეტს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, გამოცდილების გაცვლასა და განათლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას.
