სიახლეები უკან

Erasmus+ პროგრამის ვებინარების ციკლი

16 მარტი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისხელმძღვანელი გიორგი გაბედავა დაესწრო Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მიერ საქართველოშიორგანიზებულ ონლაინ ვებინარებს, რომლებიც მიზნად ისახავდა Erasmus+ პროგრამისშესაძლებლობებისა და მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

ვებინარები ჩატარდა 2026 წლის 6 და 16 მარტს და მოიცავდა Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებულმნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის პროგრამის შესაძლებლობებს, ადმინისტრაციულმოთხოვნებს, დამწყებთათვის განკუთვნილ მხარდაჭერის მექანიზმებს, პროგრამის რესურსებისა დატექნიკური ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოძიების გზებს.

შეხვედრები განკუთვნილი იყო Erasmus+ პროგრამის ყველა სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათშორის უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლებისა და ტრენინგების, ახალგაზრდობის, სპორტისა და სკოლის განათლების სფეროსთვის.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მუდმივად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა დაახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებაზე.