ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა პოლონეთში
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის„ლოგისტიკა“ სტუდენტი ელისაბედ ბეგიაშვილი 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშისწავლას პოლონეთში აგრძელებს, ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისოუნივერსიტეტში.
სტუდენტის საერთაშორისო მობილობა ხორციელდება ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში და სრულად ფინანსდება აღნიშნული პროგრამის მიერ.
ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბათუმის ნავიგაციისუნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში რეგულარულად ხორციელდებასტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამები.
აღნიშნული მობილობა ხელს უწყობს სტუდენტების საერთაშორისო აკადემიურ გამოცდილებას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას.
