ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა რუმინეთში
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანამანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ ორი სტუდენტი - ლუკა ავჯიშვილი, საბა ვარშანიძე და უმაღლესი საგანამანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „გემის მექანიკა“ ერთი სტუდენტი - ლუკა ხუჯაძე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რუმინეთის საზღვაო აკადემიის საზღვაო ფაკულტეტზე ისწავლიან.
სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულიად დაფინანსებულია აღნიშნული პროგრამის მიერ.
რუმინეთის საზღვაო აკადემია ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.
