სიახლეები უკან

ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა რუმინეთში

8 მარტი 2025

ბნსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტები - ანრი მელუა და ნიკიტა თევდორაძე, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, რუმინეთისსაზღვაო აკადემიაში (Academia Navala "Mircea cel Batran") ისწავლიან.

სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობისპროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულად ფინანსდება აღნიშნული პროგრამის მიერ.

რუმინეთის საზღვაო აკადემია ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, სადაც პერსონალისა დასტუდენტების გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.