EURAS-ის პლატფორმებზე შეხვედრები – მდგრადობისა და გლობალური თანამშრომლობის მიზნები
Eurasian Universities Union (EURAS) აგრძელებს აქტიურ მუშაობას თავისი წევრი უნივერსიტეტების და პლატფორმების განვითარებაზე. 2024 წლის 3 დეკემბერს გაიმართა ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა EURAS-ის პლატფორმებზე: EURAS QForS და EURAS NextGen. შეხვედრას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა დაესწრო.
შეხვედრების მიზანი იყო პლატფორმების მიმდინარე აქტივობების განხილვა, მათ შორის, სწავლებაში მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებასა და სტუდენტების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ასევე შეხვედრებზე განხილულ იქნა გლობალური მდგრადობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნების მიღწევაში თანამშრომლობის აუცილებლობა.
შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გაამყარეს EURAS-ის ერთობლივი ძალისხმევა, რათა მის წევრებს შორის თანამშრომლობა იყოს მეტად შედეგიანი და მდგრადი.
