სიახლეები უკან

EVBB-ის წარმომადგენლის ვიზიტი ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში

1 აგვისტო 2025

2025 წლის 1 აგვისტოს, სამუშაო ვიზიტით ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს ესტუმრა პროფესიული განათლების ინსტიტუტების ევროპული ასოციაციის (EVBB – European Association of Institutes for Vocational Training) პროექტების კოორდინატორი. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მიმდინარე პროცესები, თანამშრომლობის არსებული ფორმები და მომავალი გეგმები.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისთვის პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. უნივერსიტეტი აქტიურად ისწრაფვის, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა და შექმნას ახალი შესაძლებლობები როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, ასევე პერსონალისთვის.

EVBB-ში გაწევრიანება და ასოციაციასთან მჭიდრო პარტნიორობა ბნუ-ს საშუალებას აძლევს, განავითაროს საერთაშორისო კავშირები, ჩაერთოს ევროკავშირის განათლების პროექტებში და ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.