სიახლეები უკან

ფოკუს-ჯგუფი დაინტერესებულ მხარეებთან

8 ივლისი 2022

2022 წლის 8 ივლისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, საერთაშორისო საგრანტო პროექტის ფარგლებში, გამართა პირველი ფოკუს-ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. პროექტის მიზანია პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა „გამოყენებითი ფსიქოლოგია მეზღვაურებისთვის“ და ის ქართველი, ჩინელი და სლოვენიელი მკვლევარების მიერ ხორციელდება.


ფოკუს-ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის მონაწილეებიც იყვნენ ბათუმში მოქმედი საკრუინგო კომპანიების და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, განხილულ იქნა მეზღვაურთა შორის ფსიქოლოგიური დესტაბილიზაციის გამომწვევი ძირითადი მარკერების კვლევის კითხვარი, გამოკითხულ იქნენ ფოკუს-ჯგუფის წევრები, განხილულ იქნა მათი შემოთავაზებები და მოსაზრებები.


ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის საკრუინგო კომპანიებს ,,Ialkani-S“, ,,Quinswey“ და ,,Elseri” კვლევაში შეტანილი წვლილისა და მაღალი სოციალური და პროფესიონალური პასუხისმგებლობისათვის.


განსაკუთრებულ მადლობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო-ს მხარდაჭერისა და კვლევით პროექტში ჩართულობისათვის.

ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობა გაგრძელდება ივლსის ბოლომდე.