სიახლეები უკან

IMLA-ს 30-ე საერთაშორისო კონფერენცია

27 სექტემბერი 2025

2025 წლის 24-27 სექტემბერს გაიმართა საზღვაო ლექტორების საერთაშორისო ასოციაციის რიგით 30-ესაერთაშორისო კონფერენცია (IMLA30), რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო სფეროსპროფესიონალებს, მკვლევრებსა და აკადემიურ წრეს აერთიანებს.

კონფერენციას ესწრებოდა ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისოურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გაბედავა, რომელმაც წარმოადგინა მოხსენებათემაზე – „ავტონომიური გემების გავლენა გლობალურ საზღვაო ლოგისტიკურქსელებზე“, სადაც გაამახვილა ყურადღება გადაზიდვების ინდუსტრიაში ავტომატიზაციისგამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

გიორგი გაბედავამ ასევე წარუძღვა სესიას „Maritime Management & Logistics“. სესიაზე მეცნიერებმათურქეთიდან, უკრაინიდან და ხორვატიიდან წარმოადგინეს  კვლევები საზღვაო პორტების ურბანულპოლიტიკასთან კავშირზე, საზღვაო გადაზიდვებში ნაღდი ფულის მართვაზე, ადრიატიკის ქვეყნებისსავაჭრო ფლოტების შედარებით ანალიზზე, ლოგისტიკური პროცესების სწავლებისას CMMS სისტემის გამოყენებაზე და ნაოსნობის ტურიზმის ეკონომიკურ შედეგებზე.

საზღვაო ლექტორების საერთაშორისო ასოციაცია (IMLA) წარმოადგენს წამყვან გლობალურპლატფორმას საზღვაო განათლებისა და კვლევის განვითარებისთვის. IMLA-ს ყოველწლიურისაერთაშორისო კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც ხელსუწყობს გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას და საზღვაოგანათლების ხარისხის გაუმჯობესებას მსოფლიოს მასშტაბით.