სიახლეები უკან

"ლურჯი პორტების" პროექტის მეორე შეხვედრა

12 მარტი 2025

2025 წლის 10 მარტს გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ლურჯი პორტები" (BLUE PORTS) ეროვნული ტექნიკური კომიტეტის მეორე საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ბათუმისნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გაბედავა, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურის ხელმძღვანელი.

შეხვედრა მიზნად ისახავდა BLUE PORTS სერტიფიკაციის სქემის საფუძვლების გაღრმავებას, სქემისმოთხოვნების შემუშავებასა და შემოთავაზებული სასწავლო მეთოდოლოგიისა და სილაბუსის დადასტურებას. განხილული საკითხები მოიცავდა:

  • შემოთავაზებული სასწავლო მეთოდოლოგიისა და სილაბუსის ვალიდაციას;
  • სერტიფიკაციის სქემის შემდგომი ელემენტების განსაზღვრას, მათ შორის: BLUE PORTS სპეციალიზაციებისთვის განსაზღვრული ამოცანებს, რომლებიც უკავშირდება სასწავლო სილაბუსშიაღნიშნულ სასწავლო მიზნებს, უნარებსა და კომპეტენციებს; შეფასების მეთოდოლოგიასა დაკრიტერიუმებს.

შეხვედრის დროს განხილული იყო საბაზრო კვლევის შედეგები საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიისა დასაქართველოს პორტების სექტორში მწვანე უნარების საჭიროებების შესახებ, ასევე BLUE PORTS სერტიფიკაციის სქემის ძირითადი ასპექტები და სასწავლო მეთოდოლოგია.

BLUE PORTS პროექტი, რომელიც ფინანსდება ევროპის საზღვაო, მეთევზეობისა და აკვაკულტურის ფონდის(EMFAF) 2021-2027 წლების პროგრამის მიერ, მიზნად ისახავს პორტების ეკოსისტემაში ადამიანური კაპიტალისუნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ხელი შეუწყოს პორტების მწვანე გარდაქმნას.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები მოიცავს:

  • ციფრული სასწავლო მასალებისა და ინსტრუმენტების განვითარებას
  • 200-ზე მეტი სპეციალისტისა და 150-ზე მეტი ახალგაზრდა ტალანტის მომზადებას
  • უსაფრთხოებისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებას
  • ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სამუშაო ადგილების შექმნას პორტების ინდუსტრიაში

BLUE PORTS კონსორციუმს ხელმძღვანელობს კრეტას ტექნიკური უნივერსიტეტის (TUC) განახლებადი დამდგრადი ენერგიის ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს რვა პარტნიორს საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან და ტუნისიდან და 26 მხარდამჭერ ორგანიზაციას.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას, რაცუზრუნველყოფს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციასა და სტუდენტებისთვის თანამედროვე ცოდნისადა უნარების გადაცემას.