სიახლეები უკან

მონტენეგროს უნივერსიტეტის პროფესორები სტუმრად ბნსუ-ში

1 მაისი 2025

2025 წლის 01 მაისს, ბნსუ-ს მონტენეგროს უნივერსიტეტის - კოტორის საზღვაო ფაკულტეტის პროფესორები სტუმრობდნენ. ვიზიტი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით განხორციელდა.

მენეჯმენტთან შეხვედრისას განიხილეს ორ ინსტიტუციას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. სტუმრებმა დაათვალიერეს ბნსუ-ს განახლებული ინფრასტრუქტურა. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ბნსუ-ს თანამედროვე სასწავლო აღჭურვილობის მიმართ და განიხილეს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები.

მონტენეგროს უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი საზღვაო განათლების დაწესებულებას შორის მჭიდრო კავშირს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.