ნიკოლა ვაპცაროვის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლების ბნუ-ში
2026 წლის 30 ივლისს, ბნუ-მ ბულგარეთის ნიკოლა ვაპცაროვის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის არსებული მიმართულებები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის მთავარი თემები იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების მობილობის შესაძლებლობები, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება, ასევე საზღვაო განათლების სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ბნუ-ს სასწავლო პროგრამებს, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სასწავლო-საწვრთნელ ინფრასტრუქტურასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობას. ასევე, მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრები და მიიღეს ინფორმაცია იმ ინოვაციური მიდგომების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მომავალი მეზღვაურებისა და საზღვაო ინდუსტრიის სპეციალისტების მომზადების პროცესში.
