სიახლეები უკან

ნუგზარ ბოლქვაძის საჯარო ლექცია

10 აპრილი 2024

2024 წლის 10 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის / პროფესიული სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია "Professional Resilience at Sea" ჩატარდა.

ლექციას შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ნუგზარ ბოლქვაძე უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა კრიტიკული სიტუაციების, გამოწვევებისა და სტრესის ეფექტურ მართვაზე სპეციალურად შედგენილი პროგრამის შესაბამისად. მომხსენებელმა განიხილა კონკრეტული სიტუაციები რეალურ მაგალითებზე დაყრდობით.

მოხარული ვართ, რომ ბატონი ნუგზარი ჩვენი პერსონალის წევრია და აქტიურად ჩართულია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.