სიახლეები უკან

პანელური დისკუსია საზღვაო კომპეტენციების განვითარების საკითხებზე

13 თებერვალი 2025

2025 წლის 10 თებერვალს, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ, მონაწილეობა მიიღო მონტენეგროს ინოვაციების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "Innovation HUB for Maritime Competencies Promotion"(IHUBMAR)-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში.

პანელის მთავარი თემა იყო "ტრანსვერსალური უნარების მნიშვნელობა სამომავლო საზღვაო კომპეტენციებში: ინტერნაციონალიზაცია კომპეტენციების განვითარების სამსახურში". პროფესორმა გაბედავამ, როგორც პანელის მოდერატორმა, ხაზი გაუსვა საზღვაო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და კომპლექსური კომპეტენციების განვითარების მნიშვნელობას თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში.

IHUBMAR პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საზღვაო კომპეტენციების პოპულარიზაციას და განვითარებას. პროექტი აერთიანებს განათლების, ინდუსტრიისა და ინოვაციების სფეროებს და ხელს უწყობს მათ შორის მჭიდრო კავშირების დამყარებას.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს საზღვაო სფეროში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. ღონისძიებამ ხელი შეუწყო გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.