რუმინეთის საზღვაო აკადემიის სტუდენტები ბნსუ-ში
4 ოქტომბერი 2024
რუმინეთის საზღვაო აკადემიის (Academia Navala "Mircea cel Batran") სტუდენტები 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბნსუ-ს უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამაზე „საზღვაო ნავიგაცია“ ისწავლიან.
სტუდენტების სწავლა დაფინანსებულია ERASMUS+ პროგრამის მერ და ხორციელდება საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში.
რუმინეთის საზღვაო აკადემია ბნსუ-ს პარტნიორი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელთანაც ხორციელდება სტუდენტების და პერსონალის გაცვლითი პროგრამები.
