სიახლეები უკან

საჯარო ლექცია მონტენეგროს უნივერსიტეტის პროფესორის მიე

11 დეკემბერი 2025

2025 წლის 9 დეკემბერს, ბნუ-ში სტუდენტებისთვის და პროფესიული სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია - გემის კორპუსის კოროზიის მონიტორინგის ეფექტიანი მიდგომები — მომავალი გემებისთვის გზის გაკვალვა“.

ლექცია მონტენეგროს უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის პროფესორ შპირო ივოშევიჩის მიერ ჩატარდა.

პროფესორმა ივოშევიჩმა სტუდენტებსა და პროფესიულ სტუდენტებს გააცნო გემების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობის გაზრდისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური მეთოდები. განხილულ იქნა ინოვაციური მონიტორინგის სისტემები, რომლებიც საშუალებას იძლევა დროულად მოხდეს კოროზიის აღმოჩენა და მისი ეფექტური მართვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე გემთმშენებლობისა და საზღვაო ლოგისტიკის პირობებში.

ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს საზღვაო ინდუსტრიის ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციები.