საჯარო ლექცია სტელენბოშის უნივერსიტეტში (სამხრეთ აფრიკა)
2025 წლის 24 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გაბედავამსამხრეთ აფრიკის სტელენბოშის უნივერსიტეტის ტრანსპორტის ეკონომიკის სტუდენტებისთვისონლაინ ლექცია ჩაატარა. ლექცია თემაზე "Maritime Gateways: Strategic Port Development and Modern Vessel Evaluation" გაიმართა.
პროფესორი გაბედავა სტელენბოშის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსითდისტანციურად ჩაერთო. მისი ლექცია მოიცავდა საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებისსტრატეგიულ ასპექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გემების ეკონომიკურიეფექტიანობის ანალიზის მეთოდებს.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ეს ონლაინ ლექცია კიდევ ერთიმნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული საზღვაო განათლების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისადა მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიული კავშირებისგანვითარების მხრივ.
