სიახლეები უკან

საერთაშორისო ტრენინგი ჩინეთში

22 დეკემბერი 2025

2025 წლის 15–19 დეკემბერს, ბნუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა,ასისტენტ-პროფესორმა ლევან გობაძემ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგში „Development of National Strategy on GHG Reduction and Net Zero Transition in Maritime and Port Sector“, რომელიც ქალაქ შანხაიში, ჩინეთში, Maritime Technology Cooperation Centre in Asia (MTCC Asia)-ისორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა. 

ტრენინგი მიზნად ისახავდა საზღვაო და პორტების სექტორში სათბური აირების (GHG) შემცირებისა და ნულოვანიემისიებისკენ (Net Zero) გარდამავალი ეროვნული სტრატეგიების შემუშავების საკითხების განხილვას.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო გლობალური მარეგულირებელი ჩარჩოები, ტექნოლოგიური ინოვაციები, მწვანეპორტების განვითარება და მდგრადი საზღვაო ტრანსპორტის ხელშეწყობის თანამედროვე მიდგომები.