სამუშაო შეხვედრა პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის შესახებ
2024 წლის 6-7 ნოემბერს, ბნსუ-ს წარმომადგენლები დაესწრნენ სამუშაო შეხვედრას თემაზე „პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება".
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:
- ინტერნაციონალიზაციის მიზნები და სტრატეგია
- საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში
- გაცვლითი და ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესები და პირობები
- Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობები
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ორგანიზაციის ვებსაიტზე საერთაშორისო ურთიერთობების გვერდის ინტეგრირება, სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა და QR კოდების გამოყენება მონაცემთა შეგროვების პროცესში.
ღონისძიებაში პროფესიული უნარების სააგენტოს, ერასმუს პლუსის ეროვნული ოფისისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერნაციონალიზაციის პროცესების გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოებას.
