სიახლეები უკან

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-14 სხდომა

25 დეკემბერი 2024

2024 წლის 25 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-14 სხდომა გაიმართა.

კონფერენციას დაესწრო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისსაერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებულიპროფესორი გიორგი გაბედავა. სხდომის ფარგლებში, საქართველოს რექტორთამუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა აქტიურად განიხილეს უმაღლესიგანათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასპექტები, ამასთან, ყურადღებაგამახვილდა EQAR-ის წევრობის მნიშვნელობაზე.

ასევე, გაიმართა კონფერენციის თავმჯდომარის არჩევა, სადაც საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მეორე ვადითგანახლებით აირჩიეს. დავით გურგენიძემ კოლეგებს მადლობა გადაუხადანდობისთვის და აღნიშნა, რომ კონფერენცია, როგორც ევროპის უნივერსიტეტებისასოციაციის წევრი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს უმაღლესისაგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში.

შეხვედრა დასასრულს, წევრებმა გააზიარეს მომავალში განხორციელებულიაქტივობები და სამოქმედო გეგმები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართულუნივერსიტეტებში მაღალი ხარისხის განათლებისა და რეფორმების მხარდაჭერას.

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ევროპისუნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association, EUA) სრული წევრი დასაგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.