სიახლეები უკან

შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან

27 მარტი 2025

2025 წლის 27 მარტს, ბნსუ-ში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს კლასტერული აკრედიტაციისთვის მოდიფიცირებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები "საზღვაო ნავიგაცია" (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) და შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზის დოკუმენტი.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის განმახორციელებლები, დამსაქმებლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მსგავსი ტიპის შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან ავლენს ბნსუ-ს მზაობას აკრედიტაციის პროცესისთვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბნსუ-ს მისწრაფებას, მიაწოდოს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება მომავალ საზღვაო სპეციალისტებს.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროგრამების შესაბამისობაზე დარგის თანამედროვე მოთხოვნებთან.

ბნსუ განაგრძობს საგანმანათლებლო პროგრამების განახლებასა და გაუმჯობესებას, რათა თანამედროვე გამოწვევებს ეფექტურად უპასუხოს.