შეხვედრა პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებთან
31 ოქტომბერი 2024
2024 წლის 28 ოქტომბერს, ბნსუ-სა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია, არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, ასევე, პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის შემდგომ განვითარებას.
