სიახლეები უკან

სპლიტის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ბნსუ-ში

9 ოქტომბერი 2024

2024 წლის 7 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ბნსუ-ს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს სპლიტის უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის პროფესორი, ანდრეა რუსო, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ბნსუ-ს სტუდენტებს ლექციებს ჩაუტარებს.

8 ოქტომბერს, პროფესორმა ბნსუ-ს სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „Stress Waves: Challenges and Stressors in the Lives of Seafarers“.

აღნიშნული ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სპლიტის უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, სადაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.