სიახლეები უკან

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი ბნუ-ში

27 ივნისი 2025

2025 წლის 23-27 ივნისს, ბნუ-ს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ეკრემ გერდე.

ეკრემ გერდემ შეხვედრა გამართა ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, რომლის ფარგლებშიც გაეცნო აღნიშნული სამსახურის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას.

ვიზიტი განხორციელდა Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის (Training Purpose) ფარგლებში.

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნუ-ს პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელთანაც აქტიურად ხორციელდება პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები.