სიახლეები უკან

სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ბნსუ-ში

11 აპრილი 2024

2024 წლის 8 – 12 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ლევენტ კირვალი სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა შეხვედრა გამართა ბნსუ-ს რექტორის მოადგილესთან აკადემიური მიმართულებით, გიორგი გაბედავასთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის-კანცლერის მოადგილესთან, ელიდა ხვედელიძესთან.

პროფესორი ლევენტი ბნსუ-ს სტუდენტებს მთელი კვირის განმავლობაში ლექციებს ჩაუტარებს.

ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტმობილობის ფარგლებში ხორციელდება.

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი დაწესებულებაა, რომელთანაც პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ხორციელდება.