სტუდენტების ERASMUS+ ICM რუმინეთის საზღვაო აკადემიაში
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანამანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტები - ალექსანდრე ბერიძე და ნიკა მელიქიშვილი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რუმინეთის საზღვაო აკადემიაში ისწავლიან.
სტუდენტების საერთაშორისო მობილობა Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულიად დაფინანსებულია აღნიშნული პროგრამის მიერ.
რუმინეთის საზღვაო აკადემია ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.
