სიახლეები უკან

სტუდენტების Erasmus+ ICM სპლიტის უნივერსიტეტში

28 თებერვალი 2024

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანამანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტები - თემო მჟავანაძე და ირაკლი გოგიტიძე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სპლიტის უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე ისწავლის.

სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულიად დაფინანსებულია აღნიშნული პროგრამის მიერ.

სპლიტის უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.