სიახლეები უკან

თანამშრომლობა მონტენეგროს უნივერსიტეტთან

24 სექტემბერი 2019

24 სექტემბერსბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა, მონტენეგროს უნივერსიტეტის (University of Montenegro) საზღვაო ფაკულტეტის დეკანს სპირო ივოსევიჩს (Spiro Ivosevic) უმასლპინძლა.

ვიზიტის მიზანი დაგეგმილი ურთიერთთანამშრომლობის დეტალების განხილვა იყორომლის ფარგლებშიც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსაკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მონტენეგროს უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში.

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართაბა თუ მის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან, კანცლერთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან.

შეხვედრაზე მხარეები სტუდენტების, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლასა და ერთობლივი პროგრამების განვითარებაზე შეთანხმდნენ.