სიახლეები უკან

ტრენინგი „ფინანსები და ბუღალტერია“

31 მაისი 2024
27-31 მაისს, ბნსუ-ს ბუღალტერმა, ნატალია ბოხუამ, მონაწილეობა მიიღო ტრენინგში „ფინანსები და ბუღალტერია“.   ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებასა და ძირითად პრინციპებზე, ფინანსური დაგეგმვის და ბიუჯეტის შედგენის პრინციპებსა და ფინანსური პროგნოზირების ტექნიკაზე, ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებასა და დანერგვაზე, თანხების მოზიდვაზე.   ტრენინგი BDO Academy-ამ „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით ჩაატარა. ტრენინგს მიხეილ ჟუჟუნაშვილი უძღვებოდა.