სიახლეები უკან

ვებინარი - „Enclosed Space Safety: Shared Risks, Shared Responsibility“

27 ოქტომბერი 2026

2026 წლის 27 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალიდაესწრნენ The Nautical Institute-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ვებინარს — „Enclosed Space Safety: Shared Risks, Shared Responsibility“.

ვებინარი დაეთმო საზღვაო ინდუსტრიაში დახურულ სივრცეებში მუშაობასთან დაკავშირებულსაფრთხეებს, უბედური შემთხვევების პრევენციასა და რისკების მართვის ეფექტიან პრაქტიკებს. შეხვედრას უძღვებოდა The Nautical Institute-ის პროექტების დირექტორი David Patraiko.

საერთაშორისო ექსპერტებმა და პრაქტიკოსებმა განიხილეს დახურულ სივრცეებში მომხდარიინციდენტების ძირითადი მიზეზები, InterManager-ის კვლევის მიგნებები, საერთაშორისოსტანდარტები და მარეგულირებელი მოთხოვნები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოპრევენციულ ღონისძიებებს, უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკებსა და პასუხისმგებლობისგაზიარების მნიშვნელობას. 

ვებინარში მონაწილეობამ უნივერსიტეტის პერსონალს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდა საზღვაოუსაფრთხოების აქტუალურ საკითხებსა და საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანიაროგორც პროფესიული განვითარებისთვის, ისე სწავლების პროცესის თანამედროვე ინდუსტრიულპრაქტიკასთან დასაკავშირებლად. 

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ხელს უწყობს აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტპროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობას.