ვებინარი „Shiphandling: Art, Science, Mindset „
2025 წლის 28 მარტს გაიმართა The Nautical Institute-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ვებინარი თემაზე „გემთწამყვანობის ხელოვნება: მაღალი რისკის პირობებში მართვის უნარ-ჩვევები"(Shiphandling: Art, Science, Mindset ), რომელსაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ განმახორციელებლებიდაესწრნენ.
ვებინარის ფარგლებში განხილული იყო გემთწამყვანობის კრიტიკული ასპექტები, რომლებიცსცილდება მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას და მოიცავს უნარებს, ინტუიციას და მაღალი წნეხისპირობებში გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვებინარში მონაწილეობა ხაზსუსვამს დაწესებულების მიზანს, მუდმივად აიმაღლოს სწავლების ხარისხი და საზღვაო განათლებისპროგრამები შესაბამისობაში იყოს საერთაშორიშო სტანდარტებთან.
