ვებინარი: „სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკები უმაღლეს განათლებაში
8 ნოემბერი 2024
2024 წლის 7 ნოემბერს, ბნსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ ვებინარს „სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკები უმაღლეს განათლებაში", რომელიც ფოკუსირებული იყო სწავლებისა და სწავლის ინოვაციურ პრაქტიკებზე დიგიტალიზაციის კონტექსტში.
ვებინარი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია.
ვებინარი, საერთაშორისო განათლებისა და კვლევის მხარდაჭერად, ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს და ჩეხეთის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
