ვროცლავის ლოგისტიკის და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი ბნსუ-ში
2024 წლის 9-13 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტი, ირინა ბროვკო.
ვიზიტის ფარგლებში სტუმარმა დეტალურად გაეცნო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მუშაობის პრინციპებს და პრაქტიკას, რის შემდეგაც განხორციელდა გამოცდილების გაზიარება. ირინა ბროვკომ შეხვედრა გამართა ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან, სადაც მათ ვროცლავის უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები შესთავაზა.
ვიზიტი განხორციელდა Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის (Training Purpose) ფარგლებში, რომელიც აღნიშნული პროგრამის მიერ არის დაფინანსებული. ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელთანაც აქტიურად ხორციელდება პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები.
