საჯარო ლექცია: მეზღვაურთა საერთაშორისო საზღვაო მინიმალური სტანდარტები
26 ნოემბერი 2025
2025 წლის 26 ნოემბერს, 12 საათზე, ბნუ-ში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „საზღვაო შრომის კონვენცია: მეზღვაურთა საერთაშორისო საზღვაო მინიმალური სტანდარტები“.
საზღვაო შრომის კონვენცია უზრუნველყოფს მეზღვაურების სამუშაო პირობების, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, სოციალური გარანტიებისა და უფლებების საერთაშორისო დონეზე დაცვას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც გემთმფლობელებზე, ასევე თითოეულ მეზღვაურზე - მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.
სწორედ ამ და სხვა თემებზე უფრო ვრცლად ისაუბრებს, ბნუ-ს მოწვეული სპეციალისტი, იურისტი, მარიამ ჯაყელი.
შეხვედრის ადგილი: ბნუ-ს ბიბლიოთეკა, III სართული.
დასწრება თავისუფალია.
