ანონსები უკან

საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური ბრენდინგი”

10 აპრილი 2020

2020 წლის 10 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ბნსუ-ს სტუდენტებისთვის და პერსონალისთვის ჩატარდება ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური ბრენდინგი”

ლექციას ჩაატარებს საქართველოს ეროვნლუი უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი; მარკეტერი; ბლოგერი; სოციალური მედია ინფლუენსერი; ტურისტული კომპანია wetrave.ge-ს დამფუძნებული გურამ შეროზია.

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• როგორ მოვახდინოთ დამსაქმებელზე დადებითი შთაბეჭდილება;
• გასაუბრებაზე და საქმიან შეხვედრებზე თავის სწორად წარმოჩენის ხელოვნება;
• გაყიდვების როლი კარიერასა და ყოველდღიურობაში;
• საკუთარი თავის, ონლაინ და ოფლაინ შეფუთვის ოქროს წესები.

ლექციაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე:

https://docs.google.com/.../1FAIpQLScszjhzLuaGe.../viewform

ლექციის დაწყების დრო: 16:00 სთ

ლექცია ჩატარდება ონლაინ პლათფორმა Zoom-ის გამოყენებით. რეგისტრირებულ აპლიკანტებს დაეგზავნებათ ლექციის ლინკი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge

შენიშვნა: რეგისტრაცია აუცილებელია

#დარჩისახლში