საინფორმაციო შეხვედრა
გაცნობებთ, რომ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბნსუ-ს პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება „Kedge Business School“-ის წარმომადგენელი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას.
შეხვედრის მიზანია, ბნსუ-ს სტუდენტებს მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბნსუ-ს სტუდენტებისათვის განსაზღვრული ბენეფიტების შესახებ. კერძოდ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მაგისტრატურის საფეხურზე გააგრძელონ სწავლა „Kedge Business School“-ის სამაგისტრო პროგრამაზე „ International Trade and Logistics“.
თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია შეღავათი სწავლის საფასურთან მიმართებით.
„Kedge Business School“ საფრანგეთში მდებარეობს და წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ევროპაში.
შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://cutt.ly/hkddBjv
შეხვედრის ბმული დაგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტაზე.
დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: interntional@bntu.edu.ge
