ანონსები უკან

საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა საერთაშორისო დღე ბნსუ-ში

16 მაისი 2025

16 მაისს, 14:00 საათზე, ბნსუ-ში საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების მიზანია კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი ქალების მნიშვნელოვან წვლილს საზღვაო ინდუსტრიაში და ხელი შეუწყოს გენდერული ბალანსისა და ინკლუზიურობის განვითარების პროცესს.

ეს შეხვედრა იქნება შთაგონებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა, სადაც საზღვაო სფეროს წარმატებული ქალები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად, 18 მაისს აღნიშნავს.