SDG's Youth ბათუმი 2025 - სტუდენტების ინიციატივა გლობალური მიზნებისთვის
3 დეკემბერი 2025
2025 წლის 3-4 დეკემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, სტუდენტური ფესტივალი გაიმართება, რომელიც აერთიანებს ბნუ-სა და რეგიონის ყველა უნივერსიტეტის ახალგაზრდებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (UN SDGs – 17 Goals) გარშემო.
ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებში გააღვიძოს ინტერესი, გაამყაროს ცოდნა და გაზარდოს პასუხისმგებლობა იმ მიმართულებებით, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრავს როგორც საზღვაო სფეროს, ისე ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას.
ღონისძიება მოიცავს:
- პრეზენტაციები და საჯარო ლექციები
- დისკუსიები, იდეების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება
- სტუდენტური მურალის შექმნა
- აჭარის რეგიონის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
შექმენი უკეთესი მომავალი ჩვენთან ერთად.
