ანონსები უკან

სტუდენტთა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

26 თებერვალი 2026

2026 წლის 18 მაისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ატარებს სტუდენტთა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანი თარიღები

  • კონფერენციაზე რეგისტრაცია: 01 - 20 მარტი, 2026;
  • აბსტრაქტის გადმოგზავნის ბოლო ვადა: 31 მარტი, 2026;
  • აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის დამტკიცების შესახებ: 03 აპრილი, 2026;
  • სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2026;
  • კონფერენციის გახსნა: 18 მაისი, 2026

სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/Kib7h 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/Iifml 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს: bnustudconference@gmail.com