სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი: SUG - SKILL UP Georgia
17 ნოემბერი 2026
2026 წლის 17 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ახორციელებს სტუდენტურ მოხალისეობრივ პროექტს SUG - SKILL UP Georgia.
პროექტი მიზნად ისახავს 14-18 წლის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, უსაფრთხოების კულტურის ამაღლებასა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
- პირველი დახმარების საბაზისო პრინციპების გაცნობა;
- უსაფრთხოების საკითხებზე ინტერაქციული შეხვედრები;
- პრაქტიკული სიმულაციები;
- საგანგებო სიტუაციებში სწორი მოქმედების სწავლება.
განივითარე უნარები, გახდი უფრო თავდაჯერებული და იყავი ცვლილებების ნაწილი!
პროექტი ხორციელდება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით.
