ანონსები უკან

ტრენინგი ბნსუ-ს პერსონალისთვის

17 იანვარი 2020

2020 წლის 13-17 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი „ლიდერობა და წარმატების ფსიქოლოგია“ ბნსუ-ს პერსონალისთვის. ტრეინინგს ჩაატარებს კავკასიის სამართლის აკადემიის გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი მათიაშვილი.

ტრენინგი მიცავს შემდეგ თემებს:
- საკუთარი თავის პრეზენტაცია და წარდგენა;
- არსებული კომპლექსები და შიშები, მათი დაძლევის გზები;
- ეფექტური კომუნიკაციის წინაპირობა და ფსიქიკური
დაძაბულობის მოხსნა;
- სხეულის ენა და პათოლოგიური ჩვევები;
- საჯარო გამოსვლის ხელოვნება, ლიდერის უნარ-ჩვევები;

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ჩატარების ადგილი: ბნუ-ს საკონფერენციო დარბაზი / III სართული
ჩატარების დრო: 13 – 17 იანვარი, 2020 / ტრეინინგის დაწყების დრო, ყოველდღე 16:00 სთ. თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 3 საათი.