ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი დონაციის აქციას შეუერთდა
14 მარტი 2019
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი უანგარო დონაციის აქციას შეუერთდა. "გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე"- დონაციის აქციაში მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს.
პროექტი ბოლო 2 წლის განმავლობაში ხორციელდება. აქციას სხვადასხვა დაწესებულებები უერთდება. ბათუმის სისხლის ბანკი "ჰემა 2012'" დასავლეთ საქართველოს და დედაქალაქის სამედიცინო დაწესებულებებს ამარაგებს.
