სიახლეები უკან

ჩერნიგოვის ეროვნული ტექ/უნივ საპატიო დოქტორი - ქეთევან გოლეთიანი

25 იანვარი 2016

2016 წლის 23-25 იანვარს, უკრაინაში, ქ. ჩერნიგოვში, ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის ფარგლებშიც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ქეთევან გოლეთიანს ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ეს მაღალი წოდება მას ჩერნიგოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩატარებულ საერთშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის, მათი ორგანიზებისა და ზოგადად, საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში მიღწეული წარმატებებისათვის მიენიჭა. 
ვულოცავთ ქალბატონ ქეთევანს საპატიო წოდებას და წარმატებებს ვუსურვებთ მას!