სიახლეები უკან

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის!

21 ოქტომბერი 2021

 

?️ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში - "დუბროვნიკის უნივერსიტეტი" 2021/22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის. ? Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ‼ კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ➡ ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის შტატიანი თანამშრომელი; ➡ უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობას მობილობის პერიოდში. აღნიშნული მოთხოვნა არ შეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას; ➡ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამაში, იგივე შინაარსის (იგულისხმება ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა) ახალი განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ბოლოს განხორციელებული მობილობიდან გასული უნდა იყოს 6 თვე. ? კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე: ✅ საერთაშორისო პასპორტის ასლი; ✅ EUROPASS CV; ✅ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე) - საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებეი ცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს ინგლისურენოვანი პროგრამა; ✅ ცნობა სამუშაო ადგილიდან (ინგლისურ ენაზე); ✅ მშობლიურ უნივერსიტეტში უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება (დანართი 1); ✅ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა); ✅ 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან. ⁉ ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად. ℹ მობილობის ხანგრძლივობა - 7 დღე. ‼ მნიშვნელოვანია! ❌ განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან. ? აპლიკაციის ვადები: ? კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge ? შენიშვნა: ? საინფორმაციო ღონისძიებების განრიგი ERASMUS+ მიმდინარე კონკურსის ფარგლებში გამოქვეყნდება ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ.