სიახლეები უკან

კონფერენცია სახელწოდებით ,,ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის სისტემაში - განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების ხელშეწყობა“

9 დეკემბერი 2016

logo1327409996.jpg_orig.jpg

2016 წლის 6-7 დეკემბერს, სასტუმრო ,,ჰუალინგ თბილისში“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამართა კონფერენცია სახელწოდებით ,,ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის სისტემაში - განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების ხელშეწყობა“. კონფერენციაზე განხილულ იქნა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები, ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები, შეფასების მეთოდოლოგია, გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლები. ყოველ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა; ასევე, განხილული იქნა უმაღლესი განათლების სფეროში ამჟამად აქტუალური საკითხები.  კონფერენციის მუშაობა ძალზე ნაყოფიერად წარიმართა. ბნსუ-ს კონფერენციაზე წარმოადგენდა დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლალი ხვედელიძე.