მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
25 ივნისი 2018

2018 წლის 25 ივნისს, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა საზღვაო სფეროს დაწესებულებათა გამოფენა.ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გამოფენაზე წარსდგა მრავალფეროვანი ექსპოზიციით. მოედანზე გაიმართა სახალხო სეირნობა, სპორტული შეჯიბრებები. ღონისძიება დასრულდა საზეიმო კონცერტით.

