სიახლეები უკან

ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბნსუ-ში

26 ივნისი 2018

36268598_2199623806714861_6268637826598830080_n.jpg

 2018 წლის 26 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაცია. მის შემადგენლობაში იყვნენ უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის უფროსი, პროფესორი ანდრეი ლაბარტყავა, საზღვაო სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოლეგ დუბინსკი, პროფესორები ინა ირტიშევა და ანა ეფიმოვა. მათი ვიზიტის მიზანს შეადგენდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,გემის ენერგეტიკული დანადგარების" მონიტორინგი. მხარეებმა განიხილეს პროგრამის განხორციელების ამჟამინდელი მდგომარეობა და შედეგები. ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის ახალ ასპექტებზე.