სიახლეები უკან

საერთაშორისო კონფერენცია

5 ივნისი 2013

პოლონეთის საფინანსო სამინისტრო პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროსთან ერთად ატარებს 2 დღიან საერთაშორისო კონფერენციას თემაზე ,,უმაღლესი განათლების დაფინანსება-ეფექტური გადაწყეტილების გზები, რომლებიც დაფუძნებულია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის საუკეთესო გამოცდილებაზე“. 
კონფერენცია ჩატარდება ვარშავაში სადაც იქნებიან მოწვეული წამყვანი ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან, იაპონიიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან. 
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მოწვეულია კონფერენციაზე ექსპერტის სახით უმაღლესი განათლების დაფინანსება და კვლევის ხარისხის საკითხებთან მიმართებაში.