საინფორმაციო შეხვედრა ბნსუ–ში

2019 წლის 15 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ბნხუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა, რომელზედაც, ხარისხის უზრუნველყის სამსახურის უფროსმა, პროფ. ნ. მიქელთაძემ გააცნო ბნსუ-ს პერსონალსა და სტუდენტებს სასწავლო უნივერსიტეტის რეავტორიზაციის მიზნით განხორცილელბული ვიზიტის დასკვნის პროექტი. შეხვედრაზე განხილულ იქნა თითოეულ სტანდარტში მიღებული შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები. ნ. მიქელთაძემ მიულოცა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის მაღალი შეფასება და მადლობა გადაუხადა მათ აქტიური საქმიანობისათვის.

